ონლაინ მარკეტი
ონლაინ მარკეტი
წესები და პირობები

წესები და პირობები

თუ თქვენ ახორციელებთ შეკვეთებს ესეიგი თქვენ ეთანხმებით ჩვენი ხელშეკრულების პირობებს. ხელშეკრულების პირობებთან და შემდგომში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით  გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2308 304

 

შეკვეთის მინიმალური ღირებულებაა 30 ლარი;

 

ტრანსპორტირების ღირებულება თბილისის ტერიტორიაზე 5 ლარი, 100 ლარზე მეტი პროდუქტის შესყიდვის შემთხვევაში             მიწოდების სერვისი უფასოა.

 

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს პირობებს რომელიც თან ახლავს შეკვეთა/მიწოდების მოთხოვნას!

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას:

  • შევცვალოთ პირობები დროთა განმავლობაში. თქვენს ვალდებულებაში შედის რეგულარულად შეამოწმოთ ჩვენი პირობები რათა განსაზღვროთ ხომ არ არის ცვლილება მასში;
  • ჩვენ ვზრუნავთ ვებ-საიტზე არსებული ინფორმაციის მომზადებაზე, თუმცა შესაბამისი კანომდებლობის ფარგლებში ჩვენ არ ვიძლევით მასზე არსებული ინფორმაციის სიზუსტის და სანდოობის გარანტიას.
  1. რეგისტრაცია

მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, რათა გამოიყენოს ყველა ის მომსახურება რასაც სთავაზობს ეს ვებ-საიტი.

ამ საიტზე დარეგისტრირებით მომხმარებელი თანხმდება შემდეგ პირობებს:

  • რეგისტრაციის დროს მის მიერ მიწოდებული პირადი ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი;
  • დაუყოვნებლივ შეგვატყობინებს ნებისმიერ ცვლილებას პირადი ინფორმაციის შესახებ: განაახლებს დეტალურ ინფორმაციას პროფილში ან დაუკავშირდება საინფორმაციო ცენტრს ნომერზე: 032 2308 304;
  • რეგისტრაციისას არ გამოიყენებს სხვა პიროვნების ან ორგანიზაციის სახელს.

 

 

ვებ-საიტზე არსებული ზოგიერთი სახის მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ 18 წელზე მეტი ასაკის მქონე პირებისათვის.

 

  1. კონტრაქტის გაფორმება და ელექტრონული კონტრაქტის გაფორმება

ტექნიკური მხარე ჩვენსა და თქვენს შორის კონტრაქტის გასაფორმებლად მოითხოვს შემდეგს:

  • თქვენ განათავსებთ შეკვეთას ამ ვებ-საიტზე დააჭერთ რა ღილაკს ,,ყიდვა“ გადამოწმების პროცესის ბოლოს. თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქციის დეტალური ამონაწერი შეგიძლიათ იხილოთ თქვენს პროფილში;
  • შეკვეთის დადასტურება და კონტრაქტის გაფორმება დასრულდება როდესაც გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქცია;

 

ჩვენი მხრიდან შეკვეთის გაუქმების შესაძლო მიზეზები შეიძლება იყოს:

  • თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქცია არ არის საწყობში;
  • ჩვენ ვერ შევძელით თქვენი საბარათე ანგარიშიდან განხორციელებული ტრანზაქციის ავრტორიზაციის უზრუნველყოფა;

 

კონტრაქტი დაიდება ქართულ ენაზე.

 

  1. კონფიდეციალურობის დაცვა

 

თქვენი კონფიდეციალურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სწორედ ამიტომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ონლაინ მარკეტისთვის და გამოვიყენებთ მას მარკეტინგული მიზნებისათვის და ელექტრონული წერილების გამოსაგზავნად. ჩვენს გვსურს მოგაწოდოთ უახლოესი ინფორმაცია იმ პროდუქციის შესახებ რომელიც წარმოდგენილია ჩვენს ვებ-გვერზე და, აგრეთვე, თუ რა სახის მომსახურებას გთავაზობთ შპს ონლაინ მარკეტი. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება ხარისხი ამიტომ შესაძლოა დაგვიკავშირდეთ ტელეფონით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით  ან ელექტრონული ფოსტით, რაზეც მომხმარებელი აცხადებს თანხმობას.

ვებ-საიტზე რეგისტაციის დროს, გთხოვთ ჩაწეროდ პირადი ინფორმაცია : თქვენი სახელი-გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი. თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ჩვენ გამოვიყენებთ მხოლოდ იმისათვის რომ:

  • დავამუშავოტ თქვენი შეკვეთა;
  • ვებ-საიტის მართვისთვის;
  • თქვენი თანხმობის შემთხვევაში იმ სპეციალური შემოთავაზების გასაკეთებლად, რომელმაც შეიძლება დაგაინტერესოთ.

 

თქვენი პირადი ინფორმაცია შეიძლება გავანდოთ იმ პირებს ვინც ამუშავებს თქვენს შეკვეთას და აგრეთვე სამართალდამცავ ორგანოებს კანომდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

 

  1. ონლაინ შესყიდვები -შესყიდვის პროცედურა

 

  • ინტერნეტ შესყიდვისათვის უნდა აირჩიოთ სასურველი პროდუქტები დაჩაყაროთ ვირტუალურ კალათაში;
  • ნავიგაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კატეგორიები და ქვე-კატეგორიები;
  • მარტივი ძებნისთვის საძიებო სიტყვა ჩაწერეთ ველში ,,ძებნა“;
  • თქვენს მიერ კალათაში ჩაყრილი პროდუქტების მოცულობა დაითვლება ავტომატურად;
  • თქვენი ონლაინ შეკვეთა შესაძლოა დარედაქტირდეს იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთილი გაქვთ ისეთი პროდუქტი, რომლის აწონვაც ხდება შეკვეთი შემდეგ, პროდუქტის გრამაჟი შესრულდება მეტობით  (მაგალითად 100 გრამის ნაცვლად შესაძლოა მოგეწოდოთ 95  გრამი) და დარჩენილი თანხა დაგიბრუნდებათ თქვენი პლასტიკური ბარათის ანგარიშზე.

 

  1. მიღება/მიწოდების შეთანხმება

 

შეკვეთის მიწოდება მოხდება თბილისის მაშტაბით ნებისმიერ ტერიტორიაზე.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევზღუდოთ საქონლის მიწოდება ზოგიერთ ტერიტორიაზე, ან უარი ვთავათ იმ პიროვნების მომსახურებაზე, რომლისთვისაც მუდმივად იქმნება პრობლემები მიწოდების თვალსაზრისით.

 

შეკვეთის მიტანის პირობები:

  • ონლაინ მარკეტი მიტანის სერვისი მოგემსახურებათ მთელი თბილისის მაშტაბით;
  • გადაზიდვის სერვის უზრუნველყოფს კომპანია ონლაინ მარკეტი;
  • თქვენ შეგიძლიათ ირჩიოთ როგორც გაგზავნის დრო (დღე/საათი), ასევე სასურველი მისამართი: მას შემდეგ რაც დააჭერთ ღილაკს  ,,შეკვეთა“ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენს მიერ თავდაპირველად მითითებული მისამართი და ამანათი გაგზავნოთ სხვა სასურველ მისამართზე;
  • ყველა ამანათი მიდის მიმღების გვერდზე მითითებულ მისამართზე, და ბარდება მიმღებს ხელზე. მიმღები პირი ადასტურებს ამანათის მიღებას დოკუმეტზე ხელის მოწერით;
  • მითითებულ მისამართზე საქონლის მიღება უნდა დადასტურდეს თქვენი ხელმოწერით. 18 წლამდე ასაკის პირებისათვის შეკვეთილი ნივთის მიღება დასტურდება მისი მეურვის ხელმოწერით;
  • იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ შეკვეთას სახლში არ დახვდებით თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი, ჩვენ გირჩევთ მიუთითოთ თქვენი სამსახურის მისამართი;
  • იმ შემთხვევაში , როდესაც  ამანათს აგზავნით სხვა მისამართზე გთხოვთ კომენტარში მიუთითოთ მიმღების სახელი გვარი;
  • თუ მიმღები პირი არ დაგვხდება სახლში, თქვენი ამანათი დაბრუნდება ონლაინ მარკეტის საწყობში;
  • შეკვეთის გაუქმება არ შეიძება მას შემდეგ რაც მომხმარებელი დაადასტურებს, რომ თანახმაა მისი ანგარიშიდან მოიხსნას შეკვეთის შესბამისი თანხა;
  • მოქმედი კანომდებლობის თანახმად აკრძალულია ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს მიყიდვა 18 წლამდე ასაკის პირებისათვის.

 

თქვენ თანახმა ხართ მოგვაწოდოთ უტყუარი და ზუსტი ინფორმაცია თქვენს შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამდგარ შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ შეკვეთის მიტანის დროს არ არის შეკვეთის მიღებაზე ხილისმომწერი პირი პროდუქცია დარჩება ჩვენთან. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა დაუკავშირდეთ ონლაინ მარკეტის საინფორმაციო ცენტრს და შეათანხმოთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო შეკვეთის ხელახლა მიღებისათვის. ასეთ დროს თქვენ იხდით დამატებით მიტანის გადასახადს. თუ თქვენ ვერ მოახერხებთ მიწოდების ალტერნატიული დროის დანიშვნას შეკვეთა იქნება გაუქმებული. ამასთან პროდუქცია კონტეინერში არ შეიცვლება, შესაბამისად ვიხსნით პასუხისმგებლობას პროდუქციის ვარგისიანობაზე.

 

 

შეკვეთის მიტანა განხორცილდება ყოველდღე შეკვეთიდან 3 საათში.

 9:00 საათიდან 20:00 საათამდე.

 

 

 

 

  1. ზოგადი გადახდის დებულებები

 

შეკვეთის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაღდი და უნაღდო ანგარიშწორება. უნაღდო ანგარიშწორების შემთხვევაში ნებისმიერ ბანკის Visa/Mastercard ბარათი (ამერიკან ექსპრესსის გარდა). ნაღდი აგნარიშწორება განხორციელდება პროდუქციის მიღების მომენტში.

ყველა მომხმარეელი რომელიც მიიღებს შეკვეთას , იქნება  ეს დარეგისტრირებული  თუ მესამე პირი მოეთხოვება საიდენტიფიკაციო ფორმის წარდგენა რათა მოხდეს იდენტიფიკაცია.

გთხოვთ გაამახვილოთ ყურადღება, რომ შეკვეთისას შეყვანილი მონაცემები იყოს ზუსტი.

 

  1. ნაკლები ოდენობა

     გთხოვთ პროდუქციის ოდენობა გადაამოწმოთ კურიერის თანდასწრებით. შეცდომის ან შეკვეთის ნაკლები ოდენობის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საინფორმაციო ცენტრს. 
    მიღება-ჩაბარების ხელმოწერის შემდგომ კომპანია ონლლაინ მარკეტი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას შეკვეთის სისწორესა პროდუქციის ხარისხიანობაზე.

 

  1. ხარვეზები:

პროდუქცია არ არის საწყობში:

  • ჩვენი საინფორმაციო ცენტრი უკავშირდება მომხმარებელს და სთავაზობს რამოდენიმე ალტერნატივას:
  • შეკვეთილი პროდუქტი ჩანაცვლდეს იმავე ან ნაკლები ღირებულების პროდუქტით (ნაკლები ღირებულების პროდუქტის არჩევისას მომხმარებელს დაუბრუნდება ზედმეტად ჩამოჭრილი თანხა)
  • შეკვეთილი პროდუქტი ამოღებული იქნება  შეკვეთებიდან
  • შეკვეთა გაუქმდება
  • საინფორმაციო ცენტრი ვერ უკავშირდება მომხმარებელს
  • შეკვეთა მიეწოდება აღნიშნული პროდუქტის გარეშე (მომხმარებელს დაუბრუნდება ზედმეტად ჩამოჭრილი თანხა)

 

      არასათანადო პროდუქტი:

  • არასათანადოდ ითვლება პროდუქტი თუ:
  • შელახულია ფიზიკურად
  • დაზიანებულია ქიმიურად
  • ვადაგასული
  • არასათანადო პროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში:
  • მომხმარებელმა უნდა დარეკოს საინფორმაციო ცენტრში და შეატყობინოს ხარვეზების შესახებ
  • პროდუქტი უნდა შემოწმდეს ჩაბარების მომენტში, სხვა შემთხვევაში მომხმარებლის პრეტენზია არასათანადო პროდუქტთან დაკავშირებით არ განიხილება.

 

არასათანადო დაპაკეტება:

  • დაპაკეტება ითვლება არასათანადოდ თუ:
  • შეკვეთაში ნაკლები/ზედმეტი პროდუქტია
  • ერთმანთისგან არ არის იზოლირებული საკვები პროდუქტი და ქიმიური საშუალებები
  • კონტეინერი არ არის სტრუქტურიზებულად დაპაკეტებული (რბილ პროდუქტს ადევს მყარი პროდუქტი და აზიანებს)
  • არასათანადო დაპაკეტების შემთხვევაში:
  • მომხმარებელმა უნდა დარეკოს საინფორმაციო ცენტრში და შეატყობინოს ხარვეზების შესახებ
  • დაპაკეტება უნდა შემოწმდეს  ჩაბარების  მომენტში,  სხვა შემთხვევაში პრეტენზია არ განიხილება.

 

მომხმარებელი გამოთქვამს უსაფუძვლო პრეტენზიას:

პრეტენზია უსაფუძვლოს ითვლება თუ:

  • მომხმარებელმა პროდუქტი გამოიყენა  და შემდგომ განაცხადა პრეტენზია შეძენილ პროდუქტზე .
  • მომხმარებელი სათანადო პროდუქტზე დოკუმენტალურად ვერ ამტკიცებს, რომ არასათანადოა.

 

  1. ზოგადი ფასდადების პოლიტიკა:

თქვენ ყოველთვის გადაიხდით იმ საფასურს რა ფასიც ადევს საქონელს ინტერნეტ მაღაზიაში შეკვეთის განთავსების მომენტში.

საქონლის მიწოდების დროს ფასები და განსაკუთრებული შემოთავაზებები შესაძლოა იყოს განსხვავებული.